საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მათემატიკური კონკურსი "4X4 ამოცანა და კიდევ ცოტა მეტი"

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის შეთავაზება მათემატიკით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს

III კლასიდან - IX კლასის ჩათვლით

მათემატიკური კონკურსი

4 X 4 ამოცანა და კიდევ ცოტა მეტი


თითოეული კლასის მონაწილე მოსწავლეს, მოუწევს 3 კვირის განმავლობაში ამოხსნას 12 ამოცანა (კვირაში 4 ამოცანა), რომლებიც განთავსდება ჩვენს facebook გვერდზე.

ამოცანები განთავსდება ყოველ სამშაბათს 12:00 საათზე
პასუხების გადმოგზავნა უნდა მოხდეს ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს, 18:00 საათამდე.


ამონახსნებს გადმოგზავნისას თან უნდა ახლდეს მონაწილის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, საკონტაქტო ინფორმაცია(მშობლის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი)
გაითვალისწინეთ! პასუხებს თან უნდა ახლდეს ამოხსნის გზა! მხოლოდ საბოლოო პასუხი საკმარისი არაა!
3 კვირის შემდეგ, მას მერე რაც მონაწილე ამოხსნის 12 ამოცანას, მეოთხე კვირის ანუ ბოლო ეტაპის შერჩეულ მონაწილეებთან შედგება დისტანციური გასაუბრება Zoom-ის ან Skype-ის საშუალებით. (გასაუბრება გაგრძელდება 10 წუთი)
მათემატიკურ კონკურსში ჩართვა შესაძლებელია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე!

კონკურსის ხელმძღვანელია, უნივერსიტეტის თანამშრომელი, მათემატიკოსი აველინა დავითულიანი. თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი სპეციალისტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით :
577 404 270 აველინა დავითულიანი | tsuolimpiada@gmail.com

თარიღი: 04/05/2020