საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მეგობრებს

ძვირფასო მეგობრებო,
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გილოცავთ 2023 წლის შობა-ახალ წელს, გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას, სიხარულს.
ყოველი თქვენგანი, ვინც თსუ საბავშვო უნივერსიტეტთან მეგობრობთ და თანამშრომლობთ, ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი საქმის მიმართ თქვენ დამოკიდებულებას, გაწეულ უანგარო შრომას, დახარჯულ დროს. თქვენი მონაწილეობა ჩვენ პროექტებში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად - მივცეთ მოზარდებს მეტი ცოდნა, დავეხმაროთ უკეთესი განათლების მიღებაში, საკუთარი მომავლის წარმატებით შენებაში.
გვჯერა, რომ მომავალ წელს უფრო ეფექტურად ვითანამშრომლებთ, კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს დავარწმუნებთ განათლების მნიშვნელობაში, დავანახებთ წარმატების პერსპექტივას.
დიდი მადლობა მეგობრობასა და თანამშრომლობისათვის.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი

P.S. ჩვენ გადავწყვიტეთ არ ჩამოვთვალოთ ჩვენი მეგობრების სახელები და გვარები, რადგან ყველა, ვინც ჩვენს იდეალებს იზიარებს - ჩვენს მეგობრებად მიგვაჩნია.

თარიღი: 27/12/2022