საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზამთრის სკოლა 2022 - ადამიანი და საზოგადოება (რეგისტრაცია)

ძვირფასო მეგობრებო,
გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ზამთრის სკოლის, „ადამიანი და საზოგადოება 2022“, მუშაობაში. სკოლის თემატიკა განსაზღვრულია მდგრადი განვითარების კონცეფციით, რომელიც განხილული იქნება მთლიანობაში, ხოლო რამდენიმე კონკრეტული ასპექტი - დეტალურად.
ზამთრის სკოლის მუშაობის პროცესში მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ქვეყნისათვის მდგრადი განვითარების მნიშვნელობის, ამ მიმართულებით ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების, მაკრო და მიკრო ეკონომიკის საკითხების, STEM განათლებისა და STEM სწავლების პრინციპების შესახებ და სხვ.
შეხვედრები წარიმართება ინტერაქციული მეთოდით, შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება, გუნდურად მუშაობა, დამოუკიდებელი აზროვნება, ინიციატივა, კომუნიკაცია, ციფრული წიგნიერება, პრობლემის გადაჭრა; გამოყენებული იქნება სხვადასხვა ვიდეო მასალა: სახალისო შემეცნებითი კომიქსები, სლაიდები, ფილმები და ა.შ.
სკოლა იმუშავებს დისტანციურად, ზუმის ფორმატში, 10 -დან 14 იანვრის ჩათვლით,
დილის 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე.
მსურველებს გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს:

სარეგისტრაციო ბმული

თარიღი: 15/12/2021