საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზამთრის სკოლა 2022

10 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლის თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარეობდა ზამთრის სკოლა 2022 - ადამიანი და საზოგადოება. 

სკოლაში ჩართული იყო  40-მდე უფროსკლასელი. სკოლის თემატიკად განსაზღვრული იყო მდგრადი განვითარების კონცეფცია, რომელიც განხილული იყო მთლიანობაში, ხოლო რამდენიმე კონკრეტული ასპექტი - დეტალურად.
ზამთრის სკოლის მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ქვეყნისათვის მდგრადი განვითარების მნიშვნელობის, ამ მიმართულებით ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების, მაკრო და მიკრო ეკონომიკის საკითხების, STEM განათლებისა და STEM  სწავლების პრინციპების შესახებ და სხვ.

 

ზამთრის სკოლის განხორცილებაში აქტიურად იყვნენ ჩართული 

გიორგი გრიგოლაშვილი - ფილოსოფიის დოქტორანტი, თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.

რუსუდან გოცირიძე - საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი.

მანანა ნიჟარაძე -  განათლების მეცნიერებების დოქტორანტი, ფილოლოგიის მაგისტრი | ფილოლოგი - ლიტერატურათმცოდნე | რედაქტორი, ტრენერი. 

მაია მენაბდე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ,,მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის" ხელმძღვანელი.

მედეა აბრამიშვილი - განათლების მეცნიერებათა დოქტორანტი, ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბის სპეციალისტი.

ნინო ცხაკაია - ფილოლოგი, ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი, განათლების მეცნიერებების დოქტორანტი.

მარიამ მურჯიკნელი -  თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის "განათლების მეცნიერებების" დოქტორანტი |  თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის წამყვანი სპეციალისტი | თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებებათა ფაკულტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის "განათლების   მეცნიერებების" მმართველი საბჭოს სპეციალისტი.

ფიქრია ვარდოსანიძე - ფილოსოფიის მაგისტრი, განათლების მეცნიერებების დოქტორანტი.

გულნარა ბიბილეიშვილი - განათლების მეცნიერებების დოქტორანტი.

 

 

 

 

 

თარიღი: 17/01/2022