საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ზღაპრის ტრანსფორმაცია" - გამოწვევა-კონკურსის შეჯამება

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოწვევა-კონკურსი "ზღაპრის ტრანსფორმაცია" დასრულდა.

ათობით მოსწავლემ აირჩია შეთავაზებული ზღაპრებიდან („სამი გოჭის ზღაპარი“, „წითელქუდა“, „კომბლე“ და „ნაცარქექია“) ერთ-ერთი და შექმნა მისი თანამედროვე ტრანსფორმირებული ვერსია ჩანახატის, კომიქსის, ნახატისა თუ ვიდეოს სახით. 

კონკურში ჩაერთო 200-ზე მეტი მოსწავლე და 50-ზე მეტი პედაგოგი. 

ჩვენი გადაწყვეტილებით ზღაპრის ტრანსფორმაციის ყველა მონაწილე, რომელთა ნაშრომიც განთავსდა ჩვენს facebook გვერდზე, მიიღებს სამახსოვრო სერტიფიკატს.

გთხოვთ ელ.ფოსტაზე junior@tsu.ge მოგვწერეთ:

subject: ზღაპრის ტრანსფორმაცია

მონაწილის სახელი და გვარი

მადლობის სიგელი გაეგზავნება ყველა პედაგოგს, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენთან და იყო ჩართული ამ გამოწვევაში.

 

 

თარიღი: 01/06/2020