თუ ხარ მასწავლებელი/დამრიგებელი და გსურს რომ შენს მოსწავლეებს საინტერესო და ნაყოფიერი დამატებითი გარე აქტივობა ჰქონდეთ, ეს შემოთავაზება შენთვის არის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი გთავაზობს შემდეგ საექსკურსიო ვიზიტებს:
- ვიზიტი ისტორიული პირველი კორპუსის მუზეუმში (ორშაბათი/ხუთშაბათი)
- ვიზიტი ისტორიული პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში (სამშაბათი)
- ვიზიტი პლანეტარიუმში (მეორე კორპუსი) (ოთხშაბათი)
- ვიზიტი მინერალოგიის მუზეუმში (XI კორპუსი) (პარასკევი)
გაიარე მარტივი რეგისტრაცია და დაელოდე ჩვენს შეტყობინებას/ზარს.
ექსკურსიაში მონაწილეთა რაოდენობა - ერთი კლასი (არაუმეტეს 30 მოსწავლისა)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ junior@tsu.ge
*შემოთავაზება უფასოა