კურსის მიზანია გერმანულის, როგორც უცხო ენის სწავლება, ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით A1 დონეზე.
კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ, დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია A1 დონისთვის ენათა სწავლის, სწავლებისა და შეფასების ერთიანი ევროპული ჩარჩოს მიხედვით.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეს შეეძლება:
- ნაცნობი სიტყვების, ფრაზებისა და მარტივი წინადადებების გაგება ნაცნობ კონკტექსტში;
- მარტივი კომუნიკაციის დამყარება;
- მარტივი შეკითხვების დასმა და მათზე პასუხი გაცემა;
- ნასწავლი ფრაზებისა და წინადადებების გამოყენება ადამიანებისა და ნაცნობი ადგილების აღწერისათვის;
- მარტივი წერილის/მეილის დაწერას, შესატყვისი ლექსიკური და გრამატიკული მასალის გამოყენებით;
- მარტივი ენობრივი კომუნიკაციის ჩანაწერის მოსმენა და გააზრება,
- მარტივად და ნელა საუბარი გერმანულ ენაზე. ნელა და ცხადად წარმოთქმული მარტივი წინადადებების გაგება.
- სხვადასხვა თემატიკის ტექსტების გაგება. კონკრეტული ინფორმაციის მოძიება ტექსტის სხვადასხვა სახეობიდან, როგორიცაა რეკლამა, განცხადება, მენიუ, ტრანსპორტის განრიგი და ა.შ.
- აქვს უნარი შესაბამის საკომუნიკაციო ურთიერთობაში შესვლის, კითხვაზე ადექვატური პასუხის და სხვადასხვა თემაზე სიტუაციებისა და მოვლენების შესახებ საუბარი.
კურსის დაწყების თარიღი: 15 იანვარი (ორშაბათი, ხუთშაბათი, 17:30სთ. კვირაში 4 აკადემიური საათი).
კურსის ხანგრძლივობა: 64 საათი
კურსის ღირებულება: 750 ლარი; თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის 650 ლარი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
ცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
საკონტაქტო ინფორმაცია: ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ორსართულიანი შენობა თსუ პირვლი კორპუსის გვერდით, მეორე სართული), ტელ.: 225 04 84 (შიდა ნომერი 1466 ან 1465), ან 599 930 920
ელფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge
მზექალა აჭაიძე
განათლების მეცნიერებების დოქტორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი; თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი