თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება აცხადებს მიღებას 2026-2027 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე:
• ქართული ენა და ლიტერატურა
• ინგლისური ენა
• ისტორია
• მათემატიკა
• გეოგრაფია
• სამოქალაქო განათლება
• ქიმია/ბიოლოგია
• ფიზიკა
ცალკეულ საგანში კურსის მოცულობა შეადგენს 140 ასტრონომიულ საათს. მეცადინეობა ყოველ საგანში ჩატარდება კვირაში ორჯერ, ორ-ორი ასტრონომიული საათი. მოსამზადებელ კურსებს უძღვებიან გამოცდილი პედაგოგები და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
ხანგრძლივობა: 2026 წლის 1 ოქტომბრიდან - 2027 წლის 1 ივლისამდე.
ღირებულება: თითოეული კურსის ღირებულებაა 1400 ლარი, სამი და მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში 1300 ლარი.
კურსის საფასურის გადახდის წესები:
- საფასურის გადახდა შესაძლებელია სამ ეტაპად:
- ა) პირველი ეტაპზე, გადასახდელი თანხის პირველი ნაწილი დაიფაროს მოსამზადებელი კურსის დაწყებამდე, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე;
- ბ) მეორე ეტაპზე, გადასახდელი თანხის მეორე ნაწილი დაიფაროს 2027 წლის 20 იანვრამდე;
- გ) მესამე ეტაპზე, გადასახდელი თანხის მესამე ნაწილი დაიფაროს 2027 წლის 20 აპრილამდე;
- სოციალურად დაუცველი, დედით და მამით ობოლი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მყოფი აბიტურიენტის მიერ 2 ან მეტი საგნის არჩევის და მომზადების შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით.
- ოჯახიდან კურსზე ორი ან/და მეტი აბიტურიენტის დარეგისტრირებისას, აბიტურიენტის მიერ 2 ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვრება საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით.
- თსუ-ის თანამშრომლების, მათი შვილებისათვის და შვილიშვილებისთვის აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზრვება საერთო ღირებულების 70%-ის ოდენობით.
რეგისტრაციის ვადები: 2026 წლის 1 ივლისიდან - 30 სექტემბერამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში, მისამართზე: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N1. თსუ პირველი კორპუსი, უწყვეტი განათლების ცენტრი. (თსუ პირველი კორპუსის ეზოში გვერდით მარცხნივ, ორსართულიანი შენობის მეორე სართული).
დეტალური ინფორმაციისა და დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით შოთა კეჟერაშვილს
(საკონტაქტო ტელ: 579344443);
ელ ფოსტა - abiturienti@tsu.ge ან shota.kezherashvili@tsu.ge
f - https://www.facebook.com/TSUabiturientebi
კურსზე დარეგისტრირება ხდება ელექტრონულად: