Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში - SQUARE

სწავლა-სწავლებასთან და კვლევასთან ერთად უნივერსიტეტის მესამე მისიის გაძლიერებას - საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას მიეძღვნა პირველი სამუშაო ონლაინ შეხვედრა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა 17 და 18 თებერვალს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თსუ  რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი, საქართველოში Erasmus + ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი, პროექტში მონაწილე ქართული და ევროპული უნივერსიტეტების, აგრეთვე, საერთაშორისო სააკრედიტაციო საბჭოს EFMD (ბელგია) წარმომადგენლები. 


თსუ-ის პროექტი „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ Erasmus+-ის ინსტიტუციური განვითარების  პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჩართულები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო სააკრედიტაციო საბჭო EFMD (ბელგია), რვა ქართული და სამი ევროპული უნივერსიტეტი. მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ აქ.