თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა საზოგადოების ჩართულობით გაიმართა ღონისძიება „ქალი ტრადიციულ საზოგადოებაში“. ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით ჩატარდა.
შეხვედრაზე განხილული იყო ქალის როლი ტრადიციულ საზოგადოებაში და თანამედროვე გამოწვევები, ქალთა უფლებები და გენდერული საკითხები. დისკუსია ინტერდისციპლინური ხასიათის იყო და სხვადასხვა პერსპექტივიდან დაისვა კითხვები.
ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაშე წარდგნენ მომხსენებლები: ქეთევან ხუციშვილი - „ქალთა როლი კულტურის გადაცემის პროცესში“; როზეტა გუჯეჯიანი - „ქალთა ქონებრივ-უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“.
ლექციების შემდგომ გაიმართა დისკუსია, ხოლო მოგვიანებით - გამოფენა თსუ მუზეუმის მხარდაჭერით, რომელმაც ამ დღის მნიშვნელობას კიდევ უფრო გაუსვა ხაზი.