თურქეთის სასტიპენდიო პროგრამა "Türkiye Scholarships" აცხადებს კონკურსს გამორჩეული სტუდენტებისა და მკვლევარების შესარჩევად მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან!
პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის, რომლებიც გეგმავენ სრული ან მოკლევადიანი პროგრამების გავლას თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში.
აღნიშნული უნიკალურია იმით, რომ სასტიპენდიო გრანტთან ერთად, იგი სტუდენტებისა და მკვლევარების უნივერსიტეტში დასაქმებასაც უზრუნველყოფს.
რას გთავაზობთ:
- სწავლის საფასურის სრული დაფარვა: სტუდენტები არ იხდიან უნივერსიტეტის საფასურს;
- ყოველთვიური სტიპენდია: საარსებო შემწეობა გათვალისწინებულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის დონეზე;
- განთავსება: უფასო განთავსება სახელმწიფო საერთო საცხოვრებლებში;
- ჯანმრთელობის დაზღვევა: ყოვლისმომცველი ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ავიაბილეთი: ორმხრივი ავიაბილეთი (ერთჯერადი);
- თურქული ენის კურსი: ერთწლიანი უფასო თურქული ენის კურსი.
დამატებითი ინფორმაციისა და განაცხადის შეტანის თარიღებისთვის, სტუდენტებს შეუძლიათ ეწვიონ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდს:
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი 1. დანართი 2.