Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ ბერიშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლის, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორის, ასისტენტ - პროფესორ თამარ ბერიშვილის გარდაცვალების გამო.

თამარ ბერიშვილი 2010 წლიდან აქტიურად იყო ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტს. თამუნა თავისი შრომისმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის თანამშრომლობით განხორციელებული სამაგისტრო პროგრამისა და თსუ-სა და შპაიერის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობის“ მამოძრავებელი ძალა იყო. ამ პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვებული იყო უნივერსიტეტის ოქროს მედლით.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.