Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ თამარ ჩიტოშვილის მონოგრაფიის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის თამარ ჩიტოშვილის მონოგრაფიის პრეზენტაციას დაესწრო.

ნაშრომი,  "სახელშეკრულებო ურთიერთობათა საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემების შედარებითი  კვლევა"  მოიცავს მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სტანდარტული ხელშეკრულებების სამართლებრივ რეგულირების, საბანკო-საკრედიტო ურთიერთობების პრობლემატიკის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებს.

 

რექტორმა ჯაბა სამუშიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნაშრომის მეცნიერულ და პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, აღნიშნა მისი აქტუალობა ქართული სამართლის დოქტრინის განვითარებისთვის და ავტორს წარმატება უსურვა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, იურისტები, მოსამართლეები, ადვოკატები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, რომლებმაც ისაუბრეს მონოგრაფიის მნიშვნელობაზე როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სამართლის განვითარების მიმართულებით.

 

წიგნი წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც ქართულ სამართლებრივ სივრცეში არსებულ გამოწვევებს ევროპული, განსაკუთრებით კი გერმანული სამართლის შედარებითი ანალიზის საფუძველზე განიხილავს.