Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია „ძველი და შუა საუკუნეების საქართველო“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია „ძველი და შუა საუკუნეების საქართველო“, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 

კონფერენცია გახსნა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც ისაუბრა ქრისტიანობის როლზე ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, ეკლესიის მნიშვნელობაზე ძლიერი საქართველოს ჩამოყალიბებასა და არსებობაში, ასევე ქართულ ეკლესია-მონასტრებში გაჩაღებულ საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობაზე.

 

რექტორმა ასევე ხაზი გაუსვა კონფერენციაზე წარმოდგენილი თეზისების თემატიკის მრავალფეროვნებას და სტუდენტებს მოუწოდა, ეს მასალები სრულყოფილ სამეცნიერო სტატიებად გარდაქმნან.

 

კონფერენციის მასალები კრებულად გამოიცემა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მის სამეცნიერო მნიშვნელობას და სტუდენტთა ნაშრომებს ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდის.