Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ქართული პროზის რაინდი“ - ნიკო ლორთქიფანიძე

2013 წლის 4 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის, ტელეკომპანია „იმედის“ და გადაცემა „იმედის გმირების“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოეწყო გამოფენა - „ქართული პროზის რაინდი“, რომელიც მიეძღვნა ნიკო ლორთქიფანიძის ხსოვნას. ნიკო (ნიკოლოზ) ლორთქიფანიძე (1880-1944) იყო გამოჩენილი ქართველი მწერალი და ნოველისტი, საზოგადო მოღვაწე. მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფოტო-მემორიალურ გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ეხილა: მწერლის ოჯახში დაცული იშვიათი რარიტეტები, პირადი მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, წლების მანძილზე შექმნილი არაერთი ნაწარმოები, გამოცემული ქართულ და უცხო ენებზე, მწერლის ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების ფოტოები და დოკუმენტები.

04/06/2013