Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„საქართველოს დაცული ტერიტორიები“

2014 წლის 28 მარტს თსუ მუზეუმში გაიმართა გამოფენა - „საქართველოს დაცული ტერიტორიები“ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფლორის, ფაუნის და საინტერესო პეიზაჟების 100-მდე ფოტო. მათ შორის, ვაშლოვანის ნაკრძალის ნახევრად უდაბნოები, ლაგოდეხის ნაკრძალის ჩანჩქერები, გამორჩეული ბუნების ძეგლები თუშეთის ტერიტორიაზე, პალიასტომის ტბაზე გადამფრენი უნიკალური ფრინველები, საქართველოში ერთადერთი ლეოპარდის ფოტო, რომელიც ვაშლოვნის ნაკრძალში ფოტოხაფანგითაა გადაღებული და სხვა. გამოფენა საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასთან ერთად საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს.

28/03/2014