Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2018“

2018 წლის 22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებთ 2018 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციის საერთაშორისო ფესტივალს“ უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში სამეცნიერო და შემეცნებითი ხასიათის გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები გაიმართა. ფესტივალის მონაწილეებმა და სტუმრებმა, თსუ მუზეუმის თანამშრომლებისგან მოისმინეს უნივერსიტეტის ისტორიის შესახებ  საჯარო ლექციები, დაათვალიერეს: ფოტოდოკუმენტური გამოფენა, რომელიც სამეცნიერო ინოვაციურ მიღწევებს მიეძღვნა; აგრეთვე  ისტორიის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ვაჟა-შაველას კაბინეტ მუზეუმის, სახვითი ხელოვნების, ქართული ემიგრაციის, ზოოლოგიის, მინერალოგიის, პალეოონტოლოგიის მონოგრაფიულ მუზეუმებში დაცული უნიკალური ფონდები და ექსპონატები; ასევე ერთი დღე გაატარეს კასპის მუნიციპალიტეტში, გრაკლიანში გორა-ნასახლარის არქეოლოგიური გათხრების ველზე.

22/09-1/10/2018