Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ივანეს მეგობრები“

ივანე ჯავახიშვილი გამოირჩეოდა არა მარტო მრავალფეროვანი სამეცნიერო მემკვიდრეობით, არამედ მრავალრიცხოვანი მეგობრებითაც. ზოგი გიმნაზიაში სწავლისას შეიძინა, ზოგი უნივერსიტეტში ყოფნისას, ზოგი კი სხვადასხვა საზოგადო საქმის კეთებისას. ერთ-ერთი ასეთი იყო ცნობილი მეყვავილე დეკორატორი მიხეილ მამულაშვილი. 

მიხეილს ივანე სოფელ ხოვლეში გაუცვნია. „მისმა წესიერმა საქციელმა, სწორედ მსჯელობამ, ისე შემაყვარა თავი, რომ საცა წავიდოდა, მეც მას მივდევდი“ - იგონებდა მიხეილ მამულაშვილი. ექსპოზიცია ასახავს ერთი მხრივ,  მიხეილ მამულაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას და, მეორე მხრივ, მიხეილისა და ივანეს ურთიერთობას. აქ წარმოდგენილია ის წერილები, რომლებიც მიხეილმა გამოუგზავნა ივანე ჯავახიშვილის ქალიშვილს ნათელა ჯავახიშვილს. ისინი გაფორმებულია მიხეილის მიერ დამზადებული სხვადასხვა ყვავილების ჰერბარიუმით. სამწუხაროდ, თავად ივანესა და მიხეილის მიმოწერა არ შემოგვრჩა.

მიხეილ მამულაშვილი ივანეს პატივისცემის გამო არაფერს იშურებდა ქართული უნივერსიტეტისათვის. მან შოთა რუსთაველის ისტორიული პორტრეტი გადაარჩინა უცხოეთში გატანას, შეიძინა და უნივერსიტეტს გადასცა. ასევე, 1919 წ. როცა უნივერსიტეტმა პირველი დიდი დანაკლისი განიცადა იოსებ ყიფშიძის გარდაცვალებით, მიხეილმა 100 მანეთი შეიტანა უნივერსიტეტში დაარსებულ იოსებ ყიფშიძის ფონდში.

23/04/2019