Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე“

2015 წლის 16 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა თსუ  მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ფოტო-დოკუმენტური გამოფენა „ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე“ მოაწყვეს. პროექტის მიზანი იყო, ივანე ჯავახიშვილის მიერ 1910 წელს ჩატარებულ კვლევასთან შედარებითი ანალიზის გზით, საუკუნის განმავლობაში სოფელში მომხდარი ცვლილებების გამოვლენა და ამ ცვლილებების მიზეზების კვლევა, თანამედროვე სოფლის პრობლემების წარმოჩენა და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი სტრუქტურებისთვის.

16/02/2015