Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ივანე ჯავახიშვილის მიერ ევროპული საგანმანათლებლო პრინციპების დანერგვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1918-1926 წლებში“ ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა

2016 წლის 24 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა - „ივანე ჯავახიშვილის მიერ ევროპული საგანმანათლებლო პრინციპების დანერგვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1918-1926 წლებში“, რომელიც მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს. გამოფენას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, ივანე ჯავახიშვილის შთამომავლები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და თსუ მუზეუმის ფონდებში დაცული საარქივო მასალები: საგანმანათლებლო პროგრამები, თსუ-ს ადმინისტრაციის ბრძანებები, უნივერსიტეტის ავტონომიის საკითხები, უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების კრების ოქმები, თსუ-ს სტუდენტებისა და პროფესორების ფოტოები და მემორიალური ნივთები.

24/11/2016