Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„იდუმალი მიწისქვეშა სამყარო“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიმართა თსუ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დოქტორანტის ლაშა ასანიძის გამოფენა „იდუმალი მიწისქვეშა სამყარო“, სადაც სხვადასხვა მღვიმეებში გადაღებული სურათები იყო წარმოდგენილი. საქართველოში პირველად თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა, სადაც გამოიფინა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მღვიმური სისტემების: მურადი, პრომეთე, კარლსბადი, სონორა, ლეჩუგია, კასტელანა და სხვ. ფოტოსურათები, მათ შორის თსუ სპელეოლოგების მიერ შესწავლილი მურადის მღვიმეში (ნაქერალას უღელტეხილი) არსებული უიშვიათესი ნაღვენთი (სფერული) ფორმების - სტალაქტიტების ფოტოები. ავტორმა ფოტოკოლექცია სხვადასხვა წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში შექმნა.

22/02/2016