Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ერთადერთი რაინდი“

1917 წლის 2 დეკემბერს თბილისში იურიდიულად დაარსდა პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც 1918 წლის 26 იანვარას (8 თებერვალს) საზეიმოდ გაიხსნა. ექსპოზიცია „ერთადერთი რაინდი“ სწორედ ამ მოვლენას  ეძღვნება. მისი ინიციატორი და მთავარი სულისჩამდგმელი იყო ივანე ჯავახიშვილი. სწორედ ამის გამო ბრძანა უნივერსიტეტის პირველმა რექტორმა პეტრე მელიქიშვილმა, რომ ქართული უნივერსიტეტის ერთადერთი დამაარსებელი და რაინდი ივანე ჯავახიშვილიაო.  გამოფენა აგებულია ქრონოლოგიურად. პირველი საუნივერსიტეტო კრება გაიმართა 1917 წლის 12 მაისს. ამიტომ უნივერსიტეტის დაარსების პერიპეტიები თვეების მიხედვითაა დაჯგუფებული. მათ კი წინ უძღვის პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთში მომხდარი რევოლუციის ამსახველი კადრები. ექსპოზიცია მთავრდება ივანე ჯავახიშვილის მოკლე სიტყვით, რომლითაც იგი მიმართავს და მოუწოდებს სტუდენტებს აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისაკენ.

23/04/2014