Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ახმეტელები საქართველოსათვის 1918-1921“

2018 წლის 10 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ახმეტელები საქართველოსთვის“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო გერმანიაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) გერმანიაში სრულუფლებიანი ელჩის ვლადიმერ ახმეტელისა და გერმანიაში მოღვაწე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ემიგრანტის, ბრესლაუსა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორის მიხეილ ახმეტელის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და წერილობითი მასალა. გამოფენილი იყო გენერალ სტეფანე ახმეტელის და დამფუძნებელი კრების წევრის სიმონ ახმეტელის ფოტომასალა და მემორიალური ნივთები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო წიგნის - „ახმეტელები საქართველოსათვის 1918-1921“ (ავტორი ნათელა არველაძე) წარდგინება.

10/03/2018