Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ახალთ საიმედოდ!“

2014 წლის 26 მაისს თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში გაიმართა გამოფენა „ახალთ საიმედოდ!“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს, გამოფენილი იყო თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში დაცული ფოტოდოკუმენტური და პუბლიცისტური მასალა, რომელშიც ასახულია საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წარმომადგენელთა საქმიანობა ჟენევაში 1914-1918 წწ. ეს ექსპოზიცია იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების მაგისტრანტთა ერთობლივი გამოფენა.

26/05/2014