Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა -„ჯემალ აჯიაშვილი - 75“

ჯემალ აჯიაშვილის  (1944-2013)  75  წლისთავისადმი  მიძღვნილი  გამოფენა

    თბილისის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  აღმოსავლეთმცოდნეობის  სასწავლო-სამეცნიერო  ინსტიტუტისა და  უნივერსიტეტის მუზეუმის  მიერ მომზადდა ცნობილი ქართველი ებრაელი მწერალისა და მთარგმნელის, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრის საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო  კონგრესისა  და  ებრაულ თემთა ევროკავშირის ორგანიზაციათა წევრის, ღირსების  ორდენის  კავალრის  ჯემალ აჯიაშვილის  75  წლისთავისადმი  მიძღვნილი  გამოფენა .

            ექსპოზიციაზე  გამოფენილია ჯემალ  აჯიაშვილის  პირადი  ფოტოები,  ხელნაწერები,  რარიტეტებად ქცეული უნიკალური  წიგნები,  მისი  თარგმანები,  საზოგადოებრივი  მოღვაწეობის   ამსახველი დოკუმენტური  მასალა,  რომელიც  დაცულია: ზუგდიდის  რიონულ არქივში,   საქართველოს ეროვნული პარლამენტის არქივსა და საქართველოს  ეროვნულ  არქივში, კოტე  მარჯანიშვილის  სახელობის  თეატრალური  მუზეუმსა  და  კერძო  კოლექციებში, ილიასა  და თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტების  არქივებსა და თსუ ბიბლიოთეკაში.  გამოფენაზე დოკუმენტები განლაგებულია  თემატურად.

    

       გამოფენილ ექსპონატთა  შორის  ყურადღებას იპყრობს: ჯემალ  აჯიაშვილის  მოწაფეობისდროინდელი რვეულები,  საგამოცდო  ბილეთები, ნიშნების  ფურცელი, მის მიერ შედგენილი  შემოქმედებითი  ბიოგრაფია, კადრების  ფურცელი, დიპლომი, თარგმანები,    დოკუმენტი  ,,თბილისის  საპატიო  მოქალაქის“   წოდებისა და  საქართველოს სახელმწიფო  პრემიის  მინიჭების თაობაზე  და სხვა უნიკალური ხელნაწერი, რომელთა  დედნებიც  პირველად  გამოიფინა. 

    ვიზიტორისთვის არანაკლებ  საინტერესოა ექსპოზიციაზე წარმოდგენილი  ფოტო  კოლაჟი, რომელიც დამთვარიელებელს  საშუალებას მისცემს   თვალი  გადაავლოს  XX  საუკუნის  ქართველ ინტელიგენციასთან, კერძოდ,   რობერტ  სტურუასთან, გია  ყანჩელთან,  რევაზ  მიშველაძესთან, ელგუჯა  ხინთიბიძესთან, ნომადი  ბართაიასთან,  გურამ ლორთქიფანიძესთან და სხვებთან გადაღებულ  ფოტოებს, მის  გამოსვლას საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესზე  იერუსალიმის  ეროვნებათა  სასახლეში და სხვა საინტერესო მასალას რომელთა  გამოვლენაც  საკმაოდ  ძნელი აღმოჩნდა.

     გამოფენაზე  წარმოდგენილი  ფოტოებით,  ხელნაწერებითა და    ჯემალ აჯიაშვილის  მიერ  გამოცემული  წიგნებით შევაცადეთ ერთხელ კიდევ გაგვეხსენებინა  საზოგადოებისთვის ამ  მართლაცდა ჭეშმარიტი,  მამულიშვილის განვლილი  ცხოვრების  გზა.