Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ხელოვნებათმცოდნეობის სამეცნიერო დარგის განვითარებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2018 წლის 16 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ხელოვნებათმცოდნეობა საქართველოში: წარსული-აწმყო-მომავალი“ გაიმართა, რომელიც თსუ დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. მრავალსაუკუნოვანი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა საქართველოში ხელოვნებათმცოდნეობის, როგორც ჰუმანიტარული მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების, ჩამოყალიბების უპირველეს მიზანს წარმოადგენდა. ქართული ხელოვნების ნიმუშების მოძიება-შესწავლის დაწყების შემდგომ, ამ საქმეში არსებითი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება - სწორედ უნივერსიტეტში დაფუძნდა გიორგი ჩუბინაშვილის თაოსნობით  ხელოვნებათმეცნიერების კაბინეტი და საფუძველი ჩაეყარა ხელოვნების შესწავლის საქმეს. თბილისის უნივერსიტეტში დაწყებული  საქმიანობა შემდგომში გასცდა მის კედლებს და დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სამეცნიერო და სამუზეუმო დაწესებულებებში მიმდინარეობს. ამ პროცესში განუზომელია უფროსი თაობის მკვლევართა ღვაწლი. ასი წლის განმავლობაში გაფართოვდა ხელოვნებათმცოდნეების მიერ განხორციელებული კვლევების თემატიკა, კონტაქტები მოწინავე სახელოვნებათმცოდნეო ცენტრებთან. ზემოთ აღნიშნულ კონფერენციას მიეძღვნა  გამოფენა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფოტოდოკუმენტური მასალა, რომელშიც ასახული იყო 100 წლის მანძილზე ხელოვნებათმცოდნეობის სამეცნიერო დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების ძირითადი პერიპეტიები.

16/11/2018