Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართული დამწერლობა ქართველ მხატვართა შემოქმედებაში

2017 წლის 12 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა გამოფენა - „ქართული დამწერლობა ქართველ მხატვართა შემოქმედებაში“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა ნამუშევრები, რომლებიც ასახავენ ქართული სამწერლობო ენის განვითარების სხვადასხვა პერიოდს. სტუმრებს საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინათ, როგორც თსუ მუზეუმის ისტორიის ფონდში არსებული ექსპონატები, ასევე თანამედროვე ქართველ მხატვართა (ლევან სილაგაძე, ლორეტა აბაშიძე-შენგელია, ლელა გელეიშვილი, ოთარ ჯიშკარიანი, მალხაზ კუხალაშვილი და სხვ.) ნამუშევრები.

12/04/2017