Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართველი ემიგრანტის - პეტრე ხვედელიძის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტომემორიალური გამოფენა

2013 წლის 25 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში გაიმართა ქართველი ემიგრანტის – პეტრე ხვედელიძის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტომემორიალური გამოფენა. პეტრე ხვედელიძე ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი და სამხერო პირი, დაიბადა 1918 წელს თბილისში, მას სამხედრო სამსახურიდან გამომდინარე წლების მანძილზე ევროპის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ურთიერთობა მოუწია, როგორც მეორე თაობის ემიგრანტს, იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, 9 თვის მანძილზე  იყო გერმანელების ტყვეობაში, შემდეგ იყო საფრანგეთი და „ქართული ლეგიონი“, რომელიც 1944 წელს შარლ დე გოლის ნაწილებს შეუერთდა. 1951 წლიდან ცხოვრობს პარიზში, როგორც ომის ვეტერანი, ხოლო 1958 წლიდან ვაშინგტონში, სადაც მუშაობდა „ამერიკის ხმის“ ქართულ განყოფილებაში. ხანგრძლივი ემიგრანტული ცხოვრების მანძილზე მასთან თავი მოიყარა წერილებმა და დოკუმენტებმა, რომლებშიც ასახულია ქართველ ემიგრანტთა მეტად მნიშვნელოვანი მოღვაწეობის პერიპეტიები. ქართული ემიგრაციის მუზეუმში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: ვაშინგტონში მცხოვრები ცნობილი ქართველი ემიგრანტის, საბჭოთა რეჟიმისაგან საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლის და 18 წლის მანძილზე რადიო „ამერიკის ხმის“ წამყვანის პეტრე ხვედელიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა.

25/06/2013