Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფოტოდოკუმენტური გამოფენა - „ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ისტორიიდან“

2017 წლის 11 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ფოტოდოკუმენტური გამოფენა - „ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ისტორიიდან“, რომელიც მიეძღვნა დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო პარტნიორულ და სტრატეგიულ თანამშრომლობას წინ უსწრებდა ორი ქვეყნის ხალხს შორის კულტურული, სამრეწველო და სამეცნიერო თანამშრომლობა. 20-იან წლებში საქართველოდან ემიგრირებული პოლიტიკური ელიტის პირველი ნაბიჯები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც მოგვიანებით კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ,მნიშვნელოვანი იყო ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობისათვის. სწორედ ამ მოვლენას მიეძღვნა გამოფენა, რომელიც თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმმა წარმოადგინა. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო: თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში დაცული ხელნაწერები, ნაბეჭდი და ფოტო მასალა. ასევე, გამოფენილი იყო: თსუ ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერი მასალების ასლები.

11/05/2017