Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფოტოდოკუმენტური გამოფენა - „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლები უკრაინის უნივერსიტეტებში“

2014 წლის 22 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ფოტოდოკუმენტური გამოფენა - „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლები უკრაინის უნივერსიტეტებში“ ექსპოზიციაზე, უნივერსიტეტის დამფუძნებლების: პეტრე მელიქიშვილის, გიორგი ახვლედიანისა და დიმიტრი უზნაძის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური და ფოტო მასალა იყო წარმოდგენილი. რომელთა პირადი ფონდები ხარკოვისა და ოდესის უნივერსიტეტის, არქივებსა და ბიბლიოთეკებში იქნა მოძიებული. ექსპოზიციაზე, აგრეთვე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი ქიმიკოსის, ოდესის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვასილ პეტრიაშვილის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა.

22/12/2014