Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფოტოგამოფენა – „განმანათლებლობა საქართველოში იდეები და მოღვაწეები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში  ფოტოგამოფენა - „განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები“ პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტის მიზანია ქართულ-ევროპული დიალოგის წარმოჩენა, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე პოპულარიზაცია და იმის ხაზგასმა, რომ საქართველო ისტორიულად იზიარებდა დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებს და რომ დასავლეთისკენ სწრაფვა საქართველოსთვის სიახლეს არ წარმოადგენს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული საგანმანათლებლო მოძრაობის და ქართულ-ევროპული დიალოგის წარმომადგენელთა ორასამდე ფოტო. ასევე, ვებგვერდი, რომელიც ქართველ განმანათლებელთა და საქართველოში მოღვაწე ევროპელთა სამასამდე ბიოგრაფიას, ფოტოებს, მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ტექსტებს და ამ ტექსტების ვიდეო ვერსიებს აერთიანებდა. მათ შორის, ტექსტებს ისეთი ცნობილი ქართველ მოღვაწეთა შემოქმედებიდან, როგორებიც არიან: მიხეილ ჯავახიშვილი, ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ოლღა გურამიშვილი, სოლომონ დოდაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი. „მასალების მოძიებასა და შეგროვებაზე მკვლევართა ჯგუფი 1 წლის მანძილზე მუშაობდნენ - ოლივერ რაისნერი, ლელა გაფრინდაშვილი, ნონა კუპრეიშვილი, ლევან ბრეგაძე, დათო ბერძენიშვილი, მარიამ მარჯანიშვილი. პროექტი ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

23/05/2015