Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფოტოგამოფენა – ჯავახეთი – 2014 წლის სტუდენტური ექსპედიციის ამსახველი ფოტოგამოფენა

2015 წლის 29 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში მოეწყო სტუდენტთა ფოტოგამოფენა, რომელშიც ასახული იყო  სტუდენტთა ექსპედიციის შედეგად 2014 წელს ჯავახეთის კულტურულ-ისტორიული ძეგლები, ადგილობრივი მოსახლეობა და მათი ყოფითი ცხოვრება. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2014 წლის ექსპედიციის ამსახველი ფოტო-მასალა. 2014 წელს თსუ–ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ახალქალაქში გალავნის მშენებლობაში, რომელზეც სააღდგომო ღვთისმსახურებისას დაიდგა სამლოცველო კარავი; სტუდენტებმა ასევე დაასუფთავეს ახალქალაქში მდებარე უძველესი ციხეების მიმდებარე ტერიტორია, მეჩეთი, მოინახულეს ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები, ეკლესია–მონასტრები და ადგილობრივ მოსახლოებასთან ერთად, გამართეს სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები. ფოტოგამოფენის გარდა, მოეწყო ჯავახეთის პირველი სტუდენტური ექსპედიციის ფილმის „ფარავანი 2001“-ის ჩვენება.
გამოფენა წარმოადგენდა ერთგვარ ანგარიშს, რომელიც წინა წელს განახორციელეს სტუდენტებმა.

29/06/2015