Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფოტოგამოფენა - „საქართველოს ლანდშაფტების მრავალფეროვნება“

2019 წლის 9 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საერთაშორისო მულტიდისციპლინური კომბინირებული ღონისძიება „ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა“, გაიხსნა. კონფერენციამ ერთად შეკრიბა მეცნიერები ევროპის ლანდშაფტების კონვენციასთან მიერთებული ქვეყნებიდან და იმ ქვეყნებიდან,  რომლებსაც არა აქვთ კონვენციის დოკუმენტი რატიფიცირებული, მაგრამ გააჩნიათ ლანდშაფტური კვლევების დიდი გამოცდილება. აღნიშნულ კონფერენციასთან დაკავშირებით თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი ფოტოების მეშვეობით დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა საქართველოს მრავალფეროვან ლადშაფტს, რომლითაც მდიდარია ქვეყნის მხარეები და რეგიონები - ტერიტორიული იერ-სახე. ბუნებრივ-გეოგრაფიული კომპლექსი, რელიეფი, ჰავა, წყლები, ნიადაგები, ფლორა-ფაუნის სახეობები თუ როგორ არის ერთმანეთთან მორგებული და როგორ ურთიერთკავშირში იმყოფება.

09/09/2019