Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფოტოგამოფენა - „აღმოაჩინე ჭიათურა“

2017 წლის 17 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის - „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“ ფარგლებში მოეწყო გამოფენა - „აღმოაჩინე ჭიათურა“, რომელიც გაიმართა თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა (მდინარე ბუჯას ხეობა, ნადირაძეების მღვიმე, გუნდაეთის კარსტული რელიეფი, თვალუეთის ჩანჩქერი, საჩქეფიას ჩანჩქერი, კოტიასკლდის მღვიმე, კაცხის სვეტი, მანდაეთის მღვიმე,  იმერეთის მდინარე - ფრონე, მდინარე საძალიხევის ხეობა სვერთან, ნადირაძეების მღვიმე, საქაჯკარის მღვიმე, ქვაბთაკარი მდინარე ღვითორულას ხეობაში, სოფელი ხრეითი და შემორევა, ციხისწყლის კანიონი, ძუძანას მღვიმე, ხრეითის ქვაყუნტია და სხვა.)
პროექტი „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“ თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა. 6 თვის განმავლობაში უნივერსიტეტის სამივე საფეხურის (დოქტორანტი, მაგისტრატურა და ბაკალავრიატი) სტუდენტები აქტიურ კვლევას ატარებდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რის შედეგადაც გამოიკვეთა გეოეკოლოგიურად სიანტერესო ადგილები და ტურისტულად საინტერესო ობიექტები. პროექტს ხელმძღვანელობს თსუ-ს დოქტორანტი ლიანა ხანდოლიშვილი. პროექტში მონაწილეობდნენ: მაგისტრი ზურა რიკაძე, ბაკალავრიატის სტუდენტები: სალომე თაბაგარი, მარიამ ჯაფოშვილი, ვალერი ქამხაძე. პროექტის კოორდინატორი: გეოგრაფიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი.

17/10/2017