Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნივერსიტეტის პირველი თაობის სტუდენტები - „პირველები“

პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც 1918 წელს დაარსდა, სტუდენტთა პირველი თაობა გამოუშვა 1922 წელს, ბევრი მათგანი შემდგომში ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გახდა. მათგან: სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია, ვერა ბარდაველიძე, თამარ ლომოური, ანასტასია ივანიცკი, თამარ კალაშნიკოვა, სერგი მაკალათია,  გიორგი ჯაკობია. სწორედ მათ მიეძღვნა გამოფენა, რომლის მიზანი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი თაობის სტუდენტების სასწავლო პროცესის ჩვენება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო: დოკუმენტური და მემორიალური რარიტეტები, მათი ფოტოები, ჩათვლის წიგნაკები, პირადი საქმეები, დიპლომები, ხელნაწერები, სალექციო ჩანაწერები, საკურსო ნამუშევრები. ასევე  სტუდენტთა შეფასების ბარათები და ის სარეკომენდაციო წერილები, რომლებსაც უნივერსიტეტის დამფუძნებლები და მასწავლებლები მათ შესახებ წერდნენ. გამოფენის გახსნის შემდეგ უნივერსიტეტის მუზეუმს საზეიმოდ გადაეცა უნივერსიტეტის გამომცემლობის ხელმძღვანელის თათია ებრალიძის წინაპრის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი თაობის სტუდენტის, თამარ ჟღენტის ჩათვლის წიგნაკი და დიპლომი. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმისა და საქართველოს სახელმწიფო არქივის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

08/04/2011