Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნივერსიტეტის ზოოლოგიური მუზეუმის კოლექციის გამოფენა „ექსპო ჯორჯიაში“

2015 წლის 10 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მოეწყო მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული, რომელშიც ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად იყო ჩართული. საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში თსუ სტუდენტებმა და პროფესორებმა გამართეს საჯარო ლექციები, დამთვალიერებელმა მონაწილეობა მიიღო იმიტირებულ არქეოლოგიურ საველე სამუშაოებში. აგრეთვე, გაიმართა გამოფენა, რომელზეც თსუ ზოოლოგიის მუზეუმში დაცული ექსპონატები იყო წარმოდგენილი. უნიკალური კოლექცია: ცხოველებისა და ფრინველების ფიტულების სახით; ასევე ხოჭოები და პეპლები; მოლუსკები და მარჯნის პოლიპები; ქვეწარმავლები და ამფიბიები. გამოფენაზე, ასევე წარმოდგენილი იყო თსუ მინერალოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ექსპონატები.

10/11/2015