Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნივერსიტეტის 99 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა - „პირველი“

2017 წლის 8 თებერვალს უნივერსიტეტის 99 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტოდოკუმენტური გამოფენა გაიმართა თსუ მუზეუმში, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტური და მემორიალური ექსპონატები, რომლებშიც ასახულია პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების პერიპეტივები: პირველი ქართული უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებული რარიტეტული ნივთები, პროფესორ ივანე ჯავახიშვილის მოხსენება საქართველოში ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობის შესახებ, ქართული უნივერსიტეტის პირველი წესდება, დოკუმენტები - ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების მიერ რექტორად - პეტრე მელიქიშვილის, დეკანად - ივანე ჯავახიშვილის, პროფესორთა საბჭოს მდივნად იოსებ ყიფშიძის არჩევის თაობაზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პირველი პროფესორების, ევროპაში წარგზავნილი პირველი სტუდენტების, პირველი საპატიო დოქტორის ალექსანდრე ცაგარელის, უნივერსიტეტში პირველი მოწვეული ლექტორის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის რობერტ ბლეიკის ფოტოები, უნივერსიტეტის დამფუძნებლების მემორიალური ნივთები. საიუბილეო ღონისძიებაზე თსუ მუზეუმს მიხეილ ზანდუკელის შთამომავლებმა ცნობილი ქართველი მხატვრის ქეთევან მაღალაშვილის მიერ შესრულებული, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი ლექტორის მიხეილ ზანდუკელის პორტრეტი გადასცეს საჩუქრად.

08/02/2017