Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტყუპი ძმების - ავთანდილ და ტარიელ ვართაგავების პერსონალური გამფენა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ტყუპი ძმების ავთანდილ და ტარიელ ვართაგავების პერსონალური გამოფენა. ავთანდილ ვართაგავა (1935-2014) ფერმწერი, გრაფიკოსი, პოეტი და ხელოვნებათმცოდნე გახლდათ. იგი 1966-78 წლებში მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში, ხოლო ტარიელ ვართაგავა (1935-2008) ფერწერასა და გრაფიკაში მოღვაწეობდა. ის ასევე წერდა ლექსებს, იყო ხატმწერი. ორივე შემოქმედისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრესკული მხატვრობა და ხატწერა. ძმები ვართაგავები პერსონალურ გამოფენებს აწყობდნენ თბილისში, ასევე მონაწილეობდნენ ჯგუფურ ექსპოზიციებში ამიერკავკასიასა და საქართველოში. მათი ნამუშევრები დაცულია აშშ-ის, კანადის, რუსეთის, იტალიის, გერმანიის კერძო კოლექციებში. 1970-74 წლებში ლადო გუდიაშვილის რედაქტორობით ორჯერ გამოიცა ძმები ვართაგავების შემოქმედების ამსახველი კატალოგი. მათ მიერ შექმნილ პოეტურ-ლირიკული ხასიათის კომპოზიციებში მძლავრად აისახა სხვადასხვა რომანტიკულ-აბსტრაქტული თემატიკა: ხელოვნება, მუსიკა, ტრფობა; თავი იჩინა ფანტასტიკისადმი მათეულმა დამოკიდებულებამაც; იგრძნობა სიურეალიზმის გავლენა, პლასტიკურობისა და ბუნებრივი ფორმების მრავალსახოვნად წარმოჩენის სურვილი. მათი მხატვრობის თავისებურება თემატურ-შინაარსობრივი მრავალფეროვნებაა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვარი ძმების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

03/11/2014