Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან

გამოფენა „სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან“  მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 130 წლისთავს, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის ფოტო ფონდში დაცული უნიკალური ფოტომასალა, რომელიც ასახავს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის უახლოეს ნათესავებს, მათ წინაპრებს და მათ შთამომავლებს, კერძოდ: ივანე ჯავახიშვილის მშობლები: მამა - ალექსანდრე ჯავახიშვილი, დედა - სოფიო ვახვახიშვილი; და-ძმები ეკატერინე, დავით და გიორგი ჯავახიშვილები; ბიძა - კიკო ვახვახიშვილი; სიძე ალექსანდრე კრივეცკი; ივანე ჯავახიშვილის მეუღლე - ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი; ანასტასიას მამიდა - მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, და - თამარ (თეკლა) ჯამბაკურ-ორბელიანი აბაშიძისა; სიძე - კიტა (ივანე) აბაშიძე; ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის შვილები: ნათელა, კახა და ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილები; შვილისშვილები: ნინო და თარხუჯ ჯავახიშვილები, დალი და დავით გერსამიები; ერეკლე, თამარ, ვახტანგ, გიორგი (გია) აბაშიძეები. ივანე ჯავახიშვილის მშობლიური სახლი ხოვლეში, ივანეს და ანასტასიას ახლო ნათესავებთან ერთად გადაღებული ფოტოები; კიკეთში, ლამისყანაში და თბილისის სახლში.