Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა

1918 წლის 26 მაისს აღდგენილ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა რესპუბლიკური მმართველობა  და შეიქმნა მთავრობა. ამ ხელისუფლებამ 1921 წლის 25 თებერვლამდე იარსება. თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოეწყობილ იქნა გამოფენა, რომელზეც მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) მთავრობის წარმომადგენელთა ფოტო მასალას, დოკუმენტურ მასალას, რომელიც ასახავს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული მთავრობის საქმიანობას სამი წლის მანძილზე. აღნიშნული ფოტოდოკუმენტური მასალის დიდი ნაწილი დაცულია თსუ ემიგრაციის მუზეუმში.