Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როლფ შრადეს ფოტოგამოფენა „ხევსურეთი (1960-1977-2012 წარსული და აწმყო)“

2015 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარმბაზში მოეწყო გერმანელი ხელოვნებათმცოდნის, ბერლინის ქართული საზოგადოების თავმჯდომარის, როლფ შრადეს ფოტოგამოფენა: „ხევსურეთი (1960-1977-2012 წარსული და აწმყო)“, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოების მიხედვით დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა გერმანელი ხელოვნებათმცოდნის თვალით დანახულ, სხვადასხვა რაკურსით აღქმულ ხევსურეთს, მის ბუნებას და ტიპაჟებს, რომელთაც რალფ შრადე 52-35 წლის წინ ესტუმრა და ფოტოებზე აღბეჭდა, 2012 წელს ხევსურეთში კვლავ სტუმრობის დროს, გაიმეორა ადრე გადაღებული ფოტოები, რითაც ხევსურეთის წარსული და აწმყო გააერთიანა, მის ფოტოებში აღბეჭდილ ხედებს და ტიპაჟებს დღესაც დიდი ინტერესით აღიქვამს დამთვალიერებელი. რალფ შრადემ მის მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით მოამზადა და გამოსცა ფოტოალბომი „რალფ შრადე - ხევსურეთი 1960-1977-2012“ რომლის წარდგინებაც თსუ მუზეუმში განხორციელდა.

12/10/2015