Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნიკოლოზ ბერუჩაშვილის - 70 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ნიკოლოზ ბერუჩაშვილი - 70“

2017 წლის 4 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, დაგეგმარება, მართვა“, რომელიც გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და კარტოგრაფის ნიკოლოზ ბერუჩაშვილის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. ნიკოლოზ ბერუჩაშვილი (1947-2006) გეოგრაფი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1983). აღნიშნული სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ექსპოზიცია, რომელიც ნიკოლოზ ბერუჩაშვილის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ფოტოდოკუმენტურ მასალას, რომელიც ასახავდა მეცნიერის ცხოვრებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ასევე წარმოდგენილი იყო, მეცნიერის მემორიალური ნივთები.

04/10/2017