Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მხატვარ – მამია ახობაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

2013 წლის 29 მაისს თსუ მუზეუმის გალერეაში გაიმართა მხატვარ – მამია ახობაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, გამოფენა მიეძღვნა მხატვრის 80 წლის იუბილეს, მამია ახობაძე (1933-2010 წწ.) - საქართველოს დამსახურებული მხატვარი და პედაგოგი (1978), მის სახელთან არის დაკავშირებული თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის, (1968-2005) ამჟამად თსუ ჰუმანიტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების მიმართულების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დაარსება-ჩამოყალიბება. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, წლების მანძილზე მხატვრის მიერ შექმნილი ფერწერული და გრაფიკული სურათები. მათ შორის აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის პორტრეტი, რომელიც ავტორის მემკვიდრემ,  შვილმა - ქეთევან ახობაძემ თსუ მუზეუმს გადმოსცა საჩუქრად.

29/05/2013