Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მხატვარ გრიგოლ კვატაშიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

2018 წლის 5 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მხატვარ გრიგოლ კვატაშიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე მხატვრის 50-მდე ნამუშევარი იყი წარმოდგენილი. გრიგოლ კვატაშიძის ნამუშევრები მრავალ მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაშია დაცული. ექსპოზიციაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ეხილა მხატვრის ფერწერული და გრაფიკული სურათები, ასევე ქანდაკების ნიმუშები.

05/12/2018