Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესისადმი მიძღვნილი გამოფენა

2019 წლის 4 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი გაიმართა სახელწოდებით -  „საქართველო კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ კონტექსტში (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები).“ აღნიშნულ საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოეწყო გამოფენა, რომლის მეშვეობითაც ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ: არნოლდ ჩიქობავასა და ქეთევან ლომთათიძის პირად ნივთებსა და მიმოწერებს (ამ მხრივ საინტერესოა აფხაზი კოლეგების მიმოწერა ქალბატონ ქეთევან ლომთათიძესთან, რომლებშიც ისინი წერენ ქართულად ან აფხაზურად, ქართული ანბანის გამოყენებით), ასევე მათი და სხვა გამოჩენილი კავკასიოლოგების ფოტო-სურათებს, რომლებიც გადაღებულია საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა რესპუბლიკაში. მათზე ასახულია უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა კავკასიოლოგიის ისტორიიდან. გარდა რეკვიზიტებისა და ფოტო-მასალისა გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში გამოცემული ლიტერატურა კავკასიის შესახებ, როგორც ენათმეცნიერული ხასიათის შრომები, ასევე წიგნები კავკასიის ხალხთა ფოლკლორისა და ტრადიციების შესახებ, რაც ეხმიანება V კონგრესის მრავალფეროვან თემატიკას.

04/11/2019