Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 134 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

23 აპრილს მოეწყო გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 134 წლისთავს. ივანე ჯავახიშვილი (1876-1940) ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თსუ მუზეუმში გამოფენილი იყო ივანე ჯავახიშვილის ფოტოები, მემორიალური ნივთები და სამეცნიერო ნაშრომები, სხვადასხვა გამოცემები.