Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან - 142 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი დაიწყო. პირველი საჯარო ლექცია უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ წაიკითხა - „საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში,“ ლექციის საილუსტრაციოდ მუზეუმში მოეწყო ფოტოდოკუმენტური გამოფენა, რომელიც მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს - „თსუ 100 წელი“ და ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან - 142 წლისთავს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო:  აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთები, სამუშაო კაბინეტი, დოკუმენტები, წერილები, ჩანახატები, სხვადასხვა დროს გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურა, ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის ანასტასია ჯამბაკურ ორბელიანის საოჯახო ალბომის, მათი ახლო ნათესავების, წინაპრებისა და შთამომავალთა ფოტოები; უნივერსიტეტის პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის მემორიალური ნივთები, სამუშაო კაბინეტი, სხვადასხვა დროს გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურა, ქიმიის ლაბორატორიის ნივთები, მეცნიერის ბიბლიოთეკა, არქეოლოგიური არტეფაქტების მცირე კოლექცია, ქვის ხანიდან შუა საუკუნეებამდე პერიოდის მასალა, კერამიკისა და ბრინჯაოს ნივთები გრაკლიანის ნამოსახლარიდან.

23/04/2018