Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თურქული ისლამური ხელოვნების ნიმუშების გამოფენა

2018 წლის 10 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და ბურსას მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და პროფესიული განათლების კურსების (BUSMEK) თანამშრომლობით „თურქული ისლამური ხელოვნების ნიმუშების გამოფენა“ გაიხსნა. გამოფენის გახსნას თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ბურსას მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი შაბან ქანდერი, ხელოვნების მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, თურქული და ქართული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და ხელოვნების მოყვარულები დაესწრნენ. ექსპოზიციაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა თურქული ისლამური ცივილიზაციის ხელოვნების ისეთ ნიმუშებს, როგორიცაა: ფაიფური, ებრუ (წყალზე ხატვა), მოვარაყება, კალიგრაფა, „თეჰიბი“, ფილოგრაფია და აბრეშუმის ხალიჩის ქსოვა.

10/04/2018