Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო, ნორჩი მხატვრები: ელენე და გიორგი ბერაიები, სოფიო ხუციშვილი, ბაქარ სიურგალი, ბაია და ნინო ლეკიაშვილები, სალომე ელბაქიძე, მარიამ ქობულაშვილი, მარიამ სიფრაშვილი, მარიამ ქვარცხავა, ეკატერინე მაგრაქველიძე, ბარბარე ზარიძე, იოანე და ალექსანდრე ზარიძეები, საბა ხაჭაპურიძე, დაჩი დათუაშვილი, ნინო წიკლაური, იმედა აფციაური, თამარ ნოზაძე, ლაშა არჯევანიძე, თამარ ვარადაშვილი. მათი მრავალფეროვანი ნამუშევრების შესახებ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის კოორდინატორმა და გამოფენის ორგანიზატორმა თამარ გოგუაძემ აღნიშნა „მიუხედავად იმისა, რომ ხატვა არ შედის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის ლექციების ცხრილში, ჩვენ მაინც გამოვავლინეთ ისინი და სიურპრიზი გავუკეთეთ. ინტელექტუალური განვითარების გარდა, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ცდილობს ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობა წაახალისოს. 2016 წლის შემოდგომის სემესტრში მოსწავლეებს საშუალება მიეცათ - თავად დაემზადებინათ თექის ნიმუშები ქალბატონი თამარ წეროძის ხელმძღვანელობით. ვორკშოპში შექმნილი ნიმუშები წარმოდგენილი იყო გამოფენაზე. 2016 წლის სამხატვრო გამოფენა პირველი მცდელობა იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ჩართვისა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში - აღნიშნა თამარ გოგუაძემ თსუ-ის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენაზე, სადაც თბილისისა და რუსთავის სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეთა მიერ შექმნილი ფერწერული, გრაფიკული, მხატვრული ფოტოგრაფიის, მცირე პლასტიკის, გამოყენებითი ხელოვნებისა და კომპიუტერული გრაფიკის ნიმუშები გამოიფინა“.

15/12/2016