Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ხელოვნების კათედრის პედაგოგის ანდრო ამბარცუმიანის ნამუშევრების გამოფენა

2018 წლის 18 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების მიმართულების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პედაგოგის, მხატვარ ანდრო ამბარცუმიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის ფერწერული და გრაფიკული სურათები. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუმრები დაესწრნენ.

18/04/2018